ახალი ამბები

პუტინმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყირიმში სამხედროების შეყვანის თაობაზე მიმართა

1 მარტი, 2014 • • 1111
პუტინმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს ყირიმში სამხედროების შეყვანის თაობაზე მიმართა

“უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო საფრთხე ემუქრება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, ჩვენს თანამემამულეებს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონტიგენტს, რომელიც საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე უკრაინის ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი ყირიმშია განლაგებული. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის საფუძველზე მივმართავ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ასამბლეას, გამოიყენოს  რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიაზე  პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზებამდე”- ნათქვამია პუტინის მიმართვაში. 

 

ცოტა ხნით ადრე, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვმა 6 000 დამატებით სამხედრო ჩაიყვანა ყირიმში. უკრაინის ხელისუფლება მოსკოვს პროვოკაციაში ადანაშაულებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი