ახალი ამბები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

1 მარტი, 2014 • • 943
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“რუსეთი უკიდურესად შეშფოთებულია ყირიმში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. პირველ მარტს, ღამით, კიევიდან წამოსულმა დაუდგენელმა შეიარაღებულმა ადამიანებმა სცადეს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან სამინისტროს შენობის დაკავება. აღნიშნული ვერაგი პროვოკაციის გამო არიან დაზარალებულებიც. თავდაცვითი ჯგუფების გადამწყვეტი მოქმედების შედეგად თავიდან იქნა აცილებული სამინისტროს შენობის დაკავება.

 

ეს ადასტურებს, რომ კიევში კარგად ნაცნობ პოლიტიკურ წრეებს აქვთ სურვილი ნახევარკუნძულზე დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.  ყველას, ვინც კიევიდან მსგავს ბრძანებებს გასცემს, თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ. ვთვლით, რომ ყირიმში არსებული დაძაბული ვითარების უფრო დაძაბვა უპასუხისმგებლობაა”, – ნათქვამია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი