ახალი ამბები

ტურჩინოვი: მოსკოვი “აფხაზეთის გეგმის გათამაშებას” ცდილობს

1 მარტი, 2014 • • 868
ტურჩინოვი: მოსკოვი “აფხაზეთის გეგმის გათამაშებას” ცდილობს

მისი თქმით, მოსკოვმა შეიარაღებული ძალები გაგზავნა ყირიმში, რათა “პროვოკაცია მოუწყოს” კიევს და შეიარაღებული კონფლიქტში ჩართოს იგი.

 

“პირადად მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაცია და გავიდეს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკიდან, ეს არის პირდაპირი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ”- აცხადებს ტურჩინოვი.

 

რუსულ მხარეს ამ დრომდე კომენტარები და განმარტებები არ გაუკეთებია.

 

უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სერგეი კუნიცინმა ყირიმის ტელევიზიას ATR განუცხადა, რომ სიმფეროპოლის ახლოს საჰაერო სამხედრო ბაზაზე 2000 რუსი ჯარისკაცი ჩავიდა. მისი თქმით, ბაზაზე 13 რუსული თვითმფრინავი დაეშვა და თითოეულში 150 ჯარისკაცი იმყოფებოდა. BBC  წერს, რომ ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

 

პრეზიდენტის მოვალობის შემსრულებელმა ტურჩინოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი “აფხაზეთის გეგმის გათამაშებას” ცდილობს და ელოდება უკრაინას, რათა ქვეყნამ პროვკაციაზე რეაგირება მოახდინოს, შედეგად კი მოსკოვი ყირიმის ანექსიას შეძლებს. მისივე თმით, უკრაინის სამხედრო ძალა პროვოკაციას არ უპასუხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი