ახალი ამბები

ობამა: უკრაინაში ნებისმიერი სამხედრო ინტერვენციისთვის იქნება საფასური

1 მარტი, 2014 • • 830
ობამა: უკრაინაში ნებისმიერი სამხედრო ინტერვენციისთვის იქნება საფასური

“ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული იმ ცნობებით, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სამხედრო გადაადგილებებს უკავშირდება. უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი სახის დარღვევა დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ამერკის შეერთებული შტატები იდგება საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად და ნებისმიერ სამხედრო ინტრვენციას უკრაინაში ექნება ფასი “.- განუცხადა ობამამ თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს. 

 

შეგახსენებთ,  ვრცელდება ინფორმაცია, რომ სიმფეროპოლთან ახლოს, საჰაერო სამხედრო ბაზაზე 2000 რუსი ჯარისკაცი ჩავიდა. მისი თქმით, ბაზაზე 13 რუსული თვითმფრინავი დაეშვა და თითოეულში 150 ჯარისკაცი იმყოფებოდა. BBC  წერს, რომ ეს ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.  უკრაინისს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ტურჩინოვი კი რუსეთს აგრესიაში ადანაშაულებს.

 

“პირადად მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს სამხედრო პროვოკაცია და გავიდეს ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკიდან, ეს არის პირდაპირი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ”- აცხადებს ტურჩინოვი.

მასალების გადაბეჭდვის წესი