ახალი ამბები

თბილისის მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის პროექტის ახალი ვარიანტი გაუგზავნა

28 თებერვალი, 2014 • • 1612
თბილისის მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის პროექტის ახალი ვარიანტი გაუგზავნა

მერიის ცნობით, ბიუჯეტის პროექტის დაზუსტებული ვარიანტი 785 მლნ ლარს შეადგენს და ყველა იმ მოთხოვნასა და სურვილებს მოიცავს, რაც ბოლო 4 თვის განმავლობაში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან იქნა გამოთქმული. 

 

“ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას, ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული საკრებულოს უმრავლესობის მიერ გამოთქმული შიში ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში პრივატიზაციის მაჩვენებლის 60,0 მლნ ლარით ზრდასთან დაკავშირებით და ეს ციფრიც დაუბრუნდა პირვანდელ მაჩვენებელს.

 

თბილისის მერია ბოლო 2 კვირის განმავლობაში ქალაქის ყველა რაიონში აქტიურად აწარმოებდა მოსახლეობასთნ შეხვედრებს. ამ შეხვედრების გათვალისწინებით, ასევე ცვლილებებია ბიუჯეტის წარმოდგენილი პროექტის ხარჯვით ნაწილში, კერძოდ: სოციალური დახმარებების პროგრამა (მ.შ. ოპერაციების და მკურნალობების დაფინანსება)  10,0 მლნ  ლარით და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა 10,0 მლნ ლარით არის გაზრდილი”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

 

თბილისის მერია იმედს გამოთქვამს, რომ საკრებულოს უმრავლესობა შემდეგ საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტს განიხილავს და დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი