ახალი ამბები

იანუკოვიჩი ყირიმზე: ესაა ბუნებრივი რეაქცია, ყირიმელები ნაციონალისტებს არ დაემორჩილებიან

28 თებერვალი, 2014 • • 1211
იანუკოვიჩი ყირიმზე: ესაა ბუნებრივი რეაქცია, ყირიმელები ნაციონალისტებს არ დაემორჩილებიან

“ყირიმელები არ დაემორჩლებიან ნაციონალისტებს. როგორც უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი, მე ვაცხადებ, რომ ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში უნდა დარჩეს და შეინარჩუნოს ფართო ავტონომია”, – განაცხადა იანუკოვიჩმა.

 

იანუკოვიჩს თქმით, ის რუსეთს სამხედრო ძალით დამხარებას არ სთხოვს, რადგან ეს დაუშვებელია:

 

“უკრაინა განუყოფელი უნდა დარჩეს”, – განაცხადა მან.

 

იანუკოვიჩის თქმით, იგი ვლადიმირ პუტინს ჯერ არ შეხვედრია და მხოლოდ ტელეფონით ესაუბრა. ამასთან, იანუკოვიჩის მტკიცებით, იგი როსტოვში თავის ძველ მეგობართან ჩავიდა.


მისივე თქმით, ის რუსეთში მოხვდა “პატრიოტი ოფიცრების” დახმარებით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი