ახალი ამბები

იანუკოვიჩის პრესკონფერენცია რუსეთში [LIVE]

28 თებერვალი, 2014 • • 1120
იანუკოვიჩის პრესკონფერენცია რუსეთში [LIVE]

“მე ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა უკრაინის მომავლისათვის მათ წინააღმდეგ, ვინც დაშინებითა და ტერორით ცდილობს ხელმძღვანელობას. ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს ნაციონალისტმა, პროფაშისტურმა პატარა ბიჭებმა, რომლებიც უკრაინის მოსახლეობის აბსოლუტური უმცირესობის ინტერესებს წარმოადგენენ. საზოგადოებისა და ევროპის საბჭოს კონტროლის ქვეშ აუცილებელია ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებული დანაშაულისა. რთული იქნება იმ კრიზისიდან გამოსვლა, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა. ეს არის შედეგი დასავლეთის უპასიხისმგებლო პოლიტიკისა, რომელმაც მაიდანთან იმაჭანკლა. უკრაინა ძლიერი ქვეყანაა, ჩვენ აუცილებლად დავძლევთ [კრიზისს]”, – განაცხადა იანუკოვიჩმა.

 

მისი თქმით, უკრაინიდან თავისი და თავისი ოჯახის უსაფრთხოების გამო წამოვიდა და უკრაინაში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე გარანტიას მისცემენ.

 

იანუკოვიჩის მტკიცებით, რომელიც როსტოვში იმყოფება,  ჯერ ვლადიმირ პუტინს არ შეხვედრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი