“ჩემთვის არავის უკითხავს ამ დაწესებულებების ყიდვა-გაყიდვა. მე თვითონ პოსტ ფაქტუმ გავიგე ამის შესახებ თქვენი კოლეგებისგან. არანაირი წინასწარი მოლაპარაკება პირადად მე არ მქონია. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მოხდა ჩვენთან შეთანხმების გარეშე. ცუდია, რომ მინისტრი ამას პოსტ ფაქტუმ იგებს,” – განაცხადა მედიასთან დღევანდელი, 28 თებერვლის შეხვედრის დროს დავით სერგეენკომ.
საუბარია იაშვილის სახელობის კლინიკაზე, ციციშვილის კლინიკაზე, ალერგოლოგიის და რევმატოლოგიის ცენტრზე, ქალთა სამედიციცნო ცენტრსა და ბათუმის ქალთა და ბავშვთა რესპუბლიკური ცენტრზე, რომელთა ყიდვა ნეტგაზეთს “ჩემი ოჯახის კლინიკის” პრესსამსახურის უფროსმა, თეონა ლალიაშვილმა დაუდასტურა.