ახალი ამბები

ლგბტ თემის პრობლემები და მერაბიშვილის საქმე აშშ–ის ახალ ანგარიშში

28 თებერვალი, 2014 •
ლგბტ თემის პრობლემები და მერაბიშვილის საქმე  აშშ–ის ახალ ანგარიშში

დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა სამი ძირითადი პრობლემური მიმართულება, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებობს:

 

“ადგილობრივი თვითმმართველობების ინსტიტუციებში ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული პირების თანამდებობიდან გადადგომა და მათი გადაყენება;

 

გაზრდილი საზოგადოებრივი ძალადობა ლგბტ თემის წარმომადგენლების მიმართ და ხელისუფლების უუნარობა დამრღვევთათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

 

ადგილობრივი ხელისუფლების ჩარევა რელიგიური უმცირესობების უფლებაში შეკრებისა და თავისუფლად ლოცვისათვის, ამავდროულად, ცენტრალური ხელისუფლების რეაგირება, რომელიც არასაკმარისი იყო”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების შესახებაა საუბარი.

 

ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტი ვანო მერაბიშვილის დაკავებას ერთ–ერთი ყველაზე მაღალი პროფილის მქონე გახმაურებულ სამართლებრივ საქმედ მიიჩნევს. ანგარიშში დეტალურადაა მოყვანილი ის ბრალდებები, რაც პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის და დასაქმების სამინისტროს შექმნის თაობაზე წაუყენა:

 

“ნაციონალურმა მოძროაბამ პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტი გააკრიტიკა საპრეზიდენტო არჩევნების წინ და შერჩევითი სამართალი უწოდა”, – ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ მოსამართლებმა აღკვეთის ღონისძიების სახით მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღეს, ხოლო ის სამართლებრივი პროცესი, რაც ამას უძღვოდა წინ, დამკვირვებლების ცნობით, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბემბოდა.

“დეკემბრის თვეში მერაბიშვილმა განაცხადა, რომ პენიტენციალური სისტემის თანამშრომელბმა იგი თავისი საკნიდან უცნობი მიმართულებით წაიყვანეს, სადაც მას მთავრი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე შეხვდა და დაემუქრა. სასჯელაღსრულების სამინისტრომ და მთავარი პროკურორის ოფისმა უარყვეს ეს ბრალდებები”, – ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ გამოძიება ამ ბრალდებებზე სამინისტროში წლის ბოლომდე მიმდინარეობდა.

 

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი
ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი

 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში რამდენიმე სასამართლო პროცესი ჩატარდა, რომელიც სააკაშვილის ხლეისუფლების მაღალჩინოსნებს ეხებოდათ, მათ შორის, ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილს.

 

“სასამართლო პროცესებზე დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ დაცვის და ბრალდების მხარეს ჰქონდათ საშუალება თავისი პოზიციის დაფიქსირების. მოსამართლეების უმეტესობამ აჩვენა გაუმჯობესება სასამართლო დარბაზში წესრიგის დამყარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდებოდა, როდესაც საქმე სააკაშვილის ადმინისტრაციის ექს–მაღალჩინოსნებს ეხებოდა. მაგალითად, ბაჩო ახალაიას სასამართლომ ხელი არ შეუშალა მოწმეების და პროკურორების ლანძღვისას”.

 

ანგარიშში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ ეს სასამართლო პროცესები ნელა მიმდინარეობდა, რაც დამკვირვებლების ინფორმაციით, იმითაა განპიორბებული, რომ პროკურატურა საქმის გადადების შუამდგომლობას აყენებდა ხოლმე.

 

“ზოგიერთი სამართლებრივი ექსპერტის აზრით, ამის მიზეზია ის, რომ პრკურატურას მეტი დრო სჭირდებოდა მომზადებისათვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი