ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში ოპოზიციონერი ილგარ მამადოვი 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

13 აგვისტო, 2018 • 2314
აზერბაიჯანში ოპოზიციონერი ილგარ მამადოვი 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

დღეს, 13 აგვისტოს აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ პოლიტპატიმარი ილგარ მამადოვი პირობითი სასჯელით გაათავისუფლა. მამადოვი სასჯელს 2013 წლიდან იხდიდა.

ილგარ მამადოვი მოძრაობა რესპუბლიკური ალტერნატივის (ReAL) ლიდერია, რომელიც 2013 წელს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა. მამადოვი იმავე წლის თებერვალში ანტისახელისუფლებო აქციის დროს დააკავეს.

2014 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მამადოვის დაკავება ადამიანის უფლებათა შელახვა იყო და აზერბაიჯანის ხელისუფლებას მის გათავისუფლებაზე ულტიმატუმს უყენებდა, თუმცა ის ამ დრომდე პატიმრობაში იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი