“ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საკანონმდებლო რეგულაციები არეგულირებს. ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ ოფიციალურად ამოქმედდება უახლოეს დღეებში სამთავრობო კომისია. გიდასტურებთ, რომ აქტიურად მივიღებთ ამ საკითხების მოგვარებაში მონაწილეობას”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს მთავრობის კანცელარიის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება აქცია, რომლითაც ისინი მხარს დაუჭერენ კაზრეთსა და ჭიათურაში გაფიცულ მუშებს, რომლებიც შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.