ახალი ამბები

მიზანდარი ღარიბაშვილს და ოდიშარიას სასამართლოში უჩივის

28 თებერვალი, 2014 •
მიზანდარი ღარიბაშვილს და ოდიშარიას სასამართლოში უჩივის

 

“საირჩელის მიზანი არის პრემიერის გადაწყვეტილების ბათილობა. არ არის დასაბუთებული სამართლებრივი დარღვევის ფაქტები. არ არსებობს საქმის წარმოების მასალები, ამ ეტაპზე ვერ მოვიპოვეთ. ასევე, ვითხოვთ კულტურის მინისტრის ბრძანების ბათილობას”, – განაცხადა სალაძემ.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა 11 თებერვალს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც მარინე მიზანდარი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა. კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ 5 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით. კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ამბობს, რომ მისი მოადგილე მარინე მიზანდარი თვითნებურად მოქმედებდა და მის გადაწყვეტილებებს არ იზიარებდა. ოდიშარიას განმარტებით, კულტურის სამინისტრო, როგორც ერთი გუნდი, ისე მუშაობს, ხოლო მარინე მიზანდარი გუნდური მუშაობის პრინციპს არ იზიარებდა. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი