მემორანდუმი, როგორც საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ტატიანა გვენეტაძე ამბობს, მოიცავს პარტნიორობას სხვადასხვა მიმართულებებით, კერძოდ, ქართველი ექიმების სტაჟირებას და ტრეინინგს იტალიაში, უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების და აპარატურის მოწოდებას, დახმარებას მათ დანერგვაში, იტალიელი ექიმების მოწვევას და ოპერაციების ჩატარებას საქართველოში და სხვა.
“განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამშრომლობას ისეთ სამედიცინო მიმართულებებში, როგორიც არის ნეიროქირურგია, ონკოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ზოგადი და ბარიატრიული ქირურგია, ტრავმატოლოგია-ორთოპედია. ყველა დასახელებული მიმართულებით ჩატარდება ერთობლივი ოპერაციები, იტალიური მხარე გაუზიარებს ქართველ ექიმებს დარგში არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას. მთავარი შედეგი ამ თანამშრომლობის არის ის, რომ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ თითოეული პაციენტი მიიღებს ევროპული ხარისხის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურებას,”- აცხადებს საავადმყოფოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღავნელი ნინო ჭუმბურიძე.