ახალი ამბები

ღარიბაშვილი ქართულ დიასპორას ნიუ-იორკში: სამშობლოს კარი ყველასთვის ღიაა

28 თებერვალი, 2014 •
ღარიბაშვილი ქართულ დიასპორას ნიუ-იორკში: სამშობლოს კარი ყველასთვის ღიაა

“მე რამდენიმე წელი ვიცხოვრე სამშობლოსგან შორს, ევროპაში და ვიცი, რას ნიშნავს თითოეული სიტყვა, რომელიც საქართველოდან შენამდე აღწევს.  მახსოვს კარგად, როგორ მახარებდა ჩემი ქვეყნის თითოეული წარმატება და როგორ განვიცდიდი მის ყოველ მარცხს. როცა შორს ხარ სამშობლოდან, მისი წარმატებაც და მარცხიც,  ეს  შენი ქვეყნის წარმატება დამარცხია, და არა რომელიმე ხელისუფლების. ამერიკა ოცნების ქვეყანაა მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანებისთვის. და მიუხედავად ამისა,  მინდა იცოდეთ, რომ სამშობლოს კარი ყველასთვის ღიაა. მე ვისურვებდი, რომ თქვენი შესაძლებლობების გამოყენების საშუალება თქვენსავე სამშობლოში მოგეცეთ,” – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.


ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ- იორკში შეკრებილ მოქალაქეებს ახალი ხელისუფლების ხედვები გააცნო. 

 

“ვეძებთ გზებს, რომ გამოვნახოთ სახსრები ჩვენი ახალგაზრდების საზღვარგარეთ, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გასაგზავნად. ჩვენ უნდა მივიღოთ თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი მთელი თაობა, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება მსოფლიო ბაზარზე,” -განაცხადა სიტყვით გამოსვლის დროს ღარიბაშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი