ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალში ჩარჩენილი მოზარდები გამოვიდნენ, ისინი თავს კარგად გრძნობენ – საგანგებო

11 აგვისტო, 2018 • 2398
ლაგოდეხის ნაკრძალში ჩარჩენილი მოზარდები გამოვიდნენ, ისინი თავს კარგად გრძნობენ – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე დაკარგული სამი მოზარდი სახიფათო ტერიტორიიდან გამოვიდა. უწყების ინფორმაციით, 16, 18 და 19 წლის მოზარდები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მოზარდები შემოვლითი გზით ლაგოდეხის სოფელ ხიზაში, მაშველების დახმარების გარეშე დაბრუნდნენ.

დღეს, 11 აგვისტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხში, ნაკრძალის ტერიტორიაზე, მდინარის ადიდების გამო, მეორე ნაპირზე დარჩენილი იყო მოზარდების ჯგუფი.

უწყების ცნობით, რამდენიმე საათის განმავლობაში სამძებრო სამუშაოები ყველა ტურისტულ მარშუტზე მიმდინარეობდა.

შენიშვნა: თავდაპირველად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადიდებული მდინარის მეორე ნაპირზე 6 მოზარდი იყო, თუმცა უწყებამ დააზუსტა, რომ 6 ნაცვლად ნაკრძალის ტერიტორიაზე სამი მოზარდი იყო ჩარჩენილი. “ნეტგაზეთმა” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით, 6 მოზარდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი