10:00 – სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მოსამართლეთა უვადო დანიშვნის, გამოსაცდელი ვადის, მონიტორინგისა და შეფასების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გახსნის.
10:50 – „რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საქართველოს ხელისუფლების უკრაინასთან ურთიერთობა, კეზერაშვილის, მერაბიშვილის საქმე, კვიციანის საქართველოში დაბრუნება, უკრაინაში მიმდინარე პროცესები.
11:00 – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული მაღაროს შესახებ გამოფენა-პრეზენტაციას გამართვას. პრეზენტაცია გაიმართება ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველოს” ოფისში (ჭოველიძის ქ. #10).
11:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:00 – “პირველ პრესკლუბში” დავით შათირიშვილი, მისი ადვოკატი ნანა რევაზიშვილი და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ.
11:30 – „რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ბრიფინგს გამართავს. თემა: უარი კეზერაშვილის ექსტრადირებაზე, მერაბიშვილის საქმე, საქართველოს ხელისუფლების უკრაინასთან ურთიერთობა.
11:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00 – ჯანდაცვის სამინისტროში მინისტრი დავით სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ერთი წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00 – ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და კომპანია “Skynest Hydro AS”-ის დამფუძნებელი ოლეგ ოსტინოვსკი ურთიერთგაგების მემოარანდუმს გააფორმებენ. ხელმოწერა ენერგეტიკის სამინისტროში გაიმართება.
12:00 – „რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ვანო მერაბიშვილის განაჩენი, უარი კეზერაშვილის ექსტრადირებაზე.
12:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციები (საია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისათვის“) საქართველოში ჩრდილოკავკასიელების დევნისა და გაუჩინარების ფაქტებზე განცხადებას გააკეთებენ.
12:00 – კომპანია RMG-ის ოფისში ბოლო დროს დაბა კაზრეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება. მისამართი: თბილისი, მ.ალექსიძის #1.
12:00 – “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები.
12:30 – „რეპორტიორის“ პრესკლუბში „თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მასობრიფი გაფიცვები ქვეყანაში.
12:30 – “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი გია ხუხაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა:მავთულხლართები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება.
13:00 – თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გამართავს პრეს-კონფერენციას თემაზე: თიბისი ბანკი სიყალბის წინააღმდეგ. მისამართი: მარჯანიშვილის 7, III სართული (თიბისი ბანკის სათავო ოფისი).
13:00 – „რეპორტიორის“ პრესკლუბში პარტია „ეროვნულების“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: კეზერაშვილის საქმე, მერაბიშვილის განაჩენი.
13:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლები უკანონოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.
13:00 – თბილისის საკრებულოში დეპუტატი მამუკა კაციტაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ინიციატივა თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებით.
13:00 – “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კახურაშვილების საქმე და ბავშვთა საკუთრების უფლებების დაცვისთვის საჭირო საკონონმდებლო ცვლილებები.
13:00– აიბი ევროკავკასიურ უნივერსიტეტში (იეთიმ გურჯის ქ. №7ბ). საქართველოს გენერალთა კლუბის მიერ USAID-ის სოციოლოგიური კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციას დაესწრებიან ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სახელმწიფოს უმაღლესი რანგის ოფიცრები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
13:15 – „რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი ვაჟა ბერიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: საქართველოს ხელისუფლების უკრაინასთან ურთიერთობა, პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებში.
13:30 – „რეპორტიორის“ პრესკლუბში „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ადგილობრივი თვითმმარველობის სამართლიანად ჩატარება – მწვანეთა პარტიის ინიციატივა.
13:30 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემალაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
14:00 – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, სასტუმრო Holiday Inn-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა თბილისის, ასევე კახეთის, ქვემო და შიდა ქართლის სამედიცინო და სააფთიაქო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
14:00 – პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრების შეხვედრა ეროვნულ საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან. მისამართი: სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია”.
14:00 – „რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი კახა კახიშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა: ვანო მერაბიშვილის განაჩენი, უარი კეზერაშვილის ექსტრადირებაზე, საქართველოს ხელისუფლების უკრაინასთან ურთიერთობა.
14:00 – სასტუმრო “თბილისი მერიოტში” გაიმართება ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოსა და მილანის სამედიცინო ცენტრ „ფატებენფრატელი ჰოსპიტალ მილნის” შორის.
14:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში ზვიად გამსახურდიას იუბილესთან დაკავშირებით უზენაესი საბჭოს დებუტატები გიორგი აფრიდონიძე, რობერტ პეტრიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
15:00 – საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები (ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებების სწაველბისა და მონიტორინგის ცენტრი, სამართლიანი არჩევნები, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებათა ცენტრი) და სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფები მუშათა უფლებების დაცვის მოთხოვნით აქციას გამართავენ.
16:30 – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში მარინე მიზანდარის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სარჩელს წარადგენს.
17:00 – სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით გაიმართება დებატი თემაზე – “ხუდონჰესი: სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები და მათი ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე”. მისამართი: ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა (გუდიაშვილის ქ. #7).
17:00 – აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილის შეხვედრა აგრო დაზღვევის საკითხებზე, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან. მისამართი: თბილისი, მოსეშვილის N24, სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია.
17:00 – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება გამოფენა, სახელწოდებით „მექსიკის ხელოვნება: აღქმის მრავალფეროვნება“.
18:00 – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სააქტო დარბაზში ლიტერატურული საღამო და გამოფენა გაიმართება.
19:00 – დისკუსიაზე მწერალთა სახლში ლაშა ბუღაძის ახლადგამოსულ რომანზე ”LUCRECIA 515“.