ახალი ამბები

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აკრძალულია

11 აგვისტო, 2018 • 2483
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, წვიმის შედეგად, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიწა კლდის მასა ჩამოვიდა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. უწყებაში განმარტავენ, რომ მიწა კლდის მასა  საავტომობილო გზის 24 კმ-52 კმ მონაკვეთზე ჩამოწვა.

“ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს”,-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი