“ჩვენ ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ ქართულ სასამართლოებში, ეს გვჭირდება თუნდაც იმისთვის, რომ ბრძოლა გავაგრძელოთ სტრასბურგის სასამართლოში და, შესაბამისად, მივიღოთ ის შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბატონი მერაბიშვილი აღნიშნულ ბრალდებაში უკანონოდ იქნა დამნაშავედ ცნობილი”, – აცხადებს ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.
ადვოკატი ოთო კახიძე მიიჩნევს, რომ მოსამართლე პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი გახდა:
“სასამართლოს გადაწყვეტილება არის აბსურდული, ვინაიდან შინაგან საქმეთა მინსიტრმა გასცა ბრძანება, რომ დაეშალათ მიტინგი, რომელიც აღლუმის ჩაშლას ისახავდა მიზნად, და არა მშვიდობიანი შეკრება. ასევე გასცა ბრძანება, რომ აგრესიული მომიტინგეები დაეკავებინათ. ამის ინტერპრეტაცია პროკურატურამ არასწორად მოახდინა და სასამართლოც პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცა. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილბას, როგორც კი ჩაგვბარდება დასაბუთებული განაჩენი”, – აცხადებს ოთო კახიძე.
პროკურატურა კი მოსამართლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია:
“საერთო ჯამში, მოსამართლის გადაწყვეტილებას დადებითად ვაფასებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უამრავი მტკიცებულება გვქონდა სასამართლოზე წარმოდგნეილი, დღეს სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების გადამეტებაში, ჩადენილი ძალადობით”, – განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ნათია მეზვრიშვილმა.