ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთის მოქალაქეთა 80% აგვისტოს ომის დროს რუსეთის ქმედებებს ამართლებს

11 აგვისტო, 2018 • 6111
რუსეთის მოქალაქეთა 80% აგვისტოს ომის დროს რუსეთის ქმედებებს ამართლებს

საზოგადოებრივი აზრის კვლევის საყოველთაო რუსული ცენტრი (ВЦИОМ) აქვეყნებს კვლევის შედეგებს, რომლის შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ქმედებებს ამართლებს.

წარმოდგენილი შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 81% მიიჩნევს, რომ “2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერით რუსეთი სწორად მოიქცა”.

სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილების წინააღმდეგ აზრი გამოკითხულთა 9%-მა გამოთქვა.


წელს 10 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტიდან, რომელიც “აგვისტოს ომის” სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე, 7 აგვსტოდან 13 აგვისტომდე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი