აბაშის სოფლებში, წყემსა და ზანათში, მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ორივე სოფლიდან 25 ოჯახის გამოყვანა იგეგმება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარის ადიდებამ საფრთხე შეუქმნა საცხოვრებელ სახლებსა და მოსახლეობას. ადგილზე ამ დროისთვის (22:20 საათი) 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
ადგილზე იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები: ილია ბეგიაშვილი და გიგა კაცია, ასევე საპატრულო პოლიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ორივე სოფელში მობილიზებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მძიმე ტექნიკა, რომლითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.

აბაშის სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს