შალვა ნათელაშვილი მოსახლეობას პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში პედოფილების 30-წლიანი პატიმრობითა და სავალდებულო ქიმიური კასტრაციით დასჯას ჰპირდება. ამის შესახებ საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“განვლილ 2 წელიწადში დაფიქსირებულია ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 300 შემთხვევა. კატასტროფულია დასჯადი პრაქტიკა, რადგან ასეთ კრიმინალებს საპროცესო გარიგებებსაც კი უფორმებენ. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ პედოფილიაზე დაწესდება 30 წელი პატიმრობა სავალდებულო ქიმიური კასტრაციით,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი. ფოტო: ნეტგაზეთი / გიორგი დიასამიძე
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება.
ნეტგაზეთის ყველა სიახლე არჩევნებთან დაკავშირებით იხილეთ ამ ბმულზე.