არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი და კერძო პირები მოითხოვენ:
• შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს კანონით დაკისრებული ვალდებულება მედიაციის თაობაზე და უზრუნველყოს პროცესის ეფექტურად და სამართლიანად წარმართვა;
• მთავრობამ და საკანონმდებლო ორგანომ არსებითად გადახედოს პოლიტიკას შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით და შეიმუშაოს მათი დაცვის მაღალი სტანდარტები და მექანიზმები.
“14 თებერვლიდან კაზრეთში მუშათა სრულმასშტაბიანი გაფიცვა მიმდინარეობს. 26 თებერვალს მასშტაბური გაფიცვის სახე მიიღო ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა პროტესტმა. პარალელურად, თითქმის ორი კვირაა, პროტესტის ნიშნად შიმშილობენ თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრეები და მაშველები.
გაფიცვების მასშტაბურობა, ინტენსივობა და დასაქმებულთა იდენტური მოთხოვნები ცხადად აჩვენებს სახელმწიფოს მხრიდან მისი შრომითი პოლიტიკის არსებითად გადახედვის, ეფექტური და დროული საკანონმდებლო ცვლილების გატარების, მათ შორის, შესაბამის საერთაშორისო ინსტრუმენტებთან მიმერთების საჭიროებას,”- ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მიერ გავრცელებულ განცხადებაში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით.