ახალი ამბები

ემზარ კვიციანის საქართველოში დაბრუნება გადაიდო

27 თებერვალი, 2014 •
ემზარ კვიციანის საქართველოში დაბრუნება გადაიდო

 

“საბაჟოდან გამაბრუნეს უკან, მიზეზი ცოტა უცნაურად მომეჩვენა. ველოდები დამატებით საბუთს და ხვალისთვის ავიღებ ბილეთს. ძლიან დამწყდა გული, რომ დღეს ვერ მოვდივარ”,  – აცხადებს კვიციანი ფეისბუკზე.

 

ემზარ კვიციანის საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ასე უპასიხეს შსს–ში ნეტგაზეთის შეკითხვას, რას მოიმოქმედებს უწყება, თუ კვიციანი თბილისში მართლაც დაბრუნდება.

 

ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის, ეუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. იგი ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და წინა, ნაციონალური მოძრაობის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 2006 წლის ივლისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად კვიციანმა საქართველო დატოვა და წინა ხელისუფლების აზრით რუსეთში გადავიდა. საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა. მას წინა ხელისუფლებამ ბრალი ამბოხებასა და ტერორიზმში დასდო.

 

შსს–ში ვერ აკონკრეტებენ, დააკავებენ თუ არა კვიციანს თბილისში დაბრუნების შემთხვევაში:

 

“იგი ძებნილია და ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად”, –ამბობენ უწყებაში და არ განამრტავენ, რა იგულისხმება “კანონის შესაბამისად მოქმედებაში.

 

საიას იურისტი მაია ხუციშვილი ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში კანონი პირის დაკავებას ითვალისწინებს:

 

“თუ ეს ადამიანი არის ძებნილი, ამ შემთხვევაში, როგორც კი საღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი