ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ინიციატივით, opendata.ge გარდაიქმნა საჯარო ინფორმაციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთაინ პორტალად და დღეინდან იგი გააერთიანებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა (TI-G) და ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” მიერ მოთხოვნილ და მოპოვებულ საჯარო ინფორმაციას.
“თავად opendata.ge შექმნა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), მაგრამ პარალელურად ამ დანარჩენ წამყვან ორგანიზაციებს ჰქონდათ თავისი საინფორმაციო ბაზები, საიას ჰქონდა თავისი საჯარო ინფორმაციის ბაზა, მსგავსი პორტალი აქვს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” არაერთხელ გინახავთ თქვენ, მათ მიერ დამუშავებული ინფორმაცია იგივე საჯარო შესყიდვებზე, ტენდერებზე თუ სხვა ტიპის საჯარო ინფორმაციაზე. ასევე, მუშაობდა წლების განმავლობაში მწვანე ალტერნატივაც, რომელიც განსკაუთრებულ აქცენტს აკეთებდა ინფრასტრუქტულ პროეტქებზე და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცესებზე. ამ შემთხვევაში ეს ოთხი ორგანიზაცია გაერთიანდა და გადაწყვიტეს ზიარი სივრცის გაკეთება, ეს იქნება ძალიან დიდი რესურს–ბაზა, სადაც მათ მიერ მოძიებული საჯარო ინფორმაცია იქნება განთავსბეული. მუდმივად მოხდება მისი განახლება”, – აცხადებს ქუთი ხუციშვილი ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრუელბელი დირექტორი და დასძენს, რომ პორტალის მეშვეობით მოქალაქეებს თვითონაც შეეძლებათ სასურველი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა.
IDFI–ის წარმომადგენლის, ლევან ავალიშვილის განმარტებით, opendata.ge-ზე განთავსებული ინფორმაციით ხშირად სარგებლობენ ჟურნალისტები, დაინტერესებული მოქალაეები და ამა თუ იმ უწყებებში დასაქმებული პირებიც კი:
“opendata.ge 2010 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით შექმნა. ეს იყო პირველი ონლაინ პორტალი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევდა, თვალი ედევნებინათ საჯარო ინფორმაციის გავრცელებისა და განვითარების ტენდენციებისთვის. შექმნის დღიდან პორტალმა გააერთიანა 11 ათასზე მეტი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
opendata.ge-ზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ხშირად გამხდარა საზოგადოების და პოლიტიკოსების განხილვის თემა, მაგალითად, პორტალზე სისტემატურად გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ პრემიების გაცემის წესის შესახებ, შეცვალა პოლიტიკურ თანამდებობის პირთა ანაზღაურებისა და პრემირების წესი”.
პროექტის ინიციატორების განცხადებით, opendata.ge მარტივი, თანამედროვე და მეგობრული ნავიგაციის საშუალებით მოსახლეობას მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ მუშაობენ საჯარო დაწესებულები, როგორ ხარჯავენ სახელმწიფო ბიუჯეტს, რა პროგრამებს ახორციელებენ, ასევე, თანამდებობის პირთა საქმიანობის და მათი შემოსავლების შესახებ.
opendata.ge 2010 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით შექმნა. ეს იყო პირველი ონლაინ პორტალი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევდა, თვალი ედევნებინათ საჯარო ინფორმაციის გავრცელებისა და განვითარების ტენდენციებისთვის.
შექმნის დღიდან პორტალმა გააერთიანა 11 ათასზე მეტი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, ხოლო ვიზიტორთა რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა.
opendata.ge-ზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ხშირად გამხდარა საზოგადოების და პოლიტიკოსების განხილვის თემა, მაგალითად, პორტალზე სისტემატურად გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ პრემიების გაცემის წესის შესახებ, შეცვალა პოლიტიკურ თანამდებობის პირთა ანაზღაურებისა და პრემირების წესი.