ადვოკატის თქმით, ისინი თავს იკავებენ წინასწარ მოლოდინებზე საუბრისგან:
“თავს შევიკავებთ ჯერჯერობით რაიმე მოლოდინებზე საუბრისგან, სულ რამოდენიმე საათია დარჩენილი, დაველოდოთ და მერე გავაკეთებთ კომენტარს”, – აცხადებს შოთა მინდელი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი საფრანგეთის სასამართლომ მიმდინარე წლის 3 თებერვალს ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირობით გაათავისუფლა. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, კეზერაშვილი ვალდებულია სასამართლოს მიერ მითითებულ სპეციალურ მისამართზე იცხოვროს, თუმცა კეზერაშვილს სასამართლომ უფლება მისცა დატოვოს საცხოვრებელი ადგილი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10-დან 18 საათამდე, ხოლო შაბათს და კვირას, 9-დან 21 საათამდე.
კეზერაშვილს საქართველოში ბრალი ედება საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნის და ქრთამის მიღების, ასევე, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის ჩადენისთვის.