ახალი ამბები

ისრაელი-ღაზის საჰაერო იერიშებმა ორსული ქალისა და 1 წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა – BBC

9 აგვისტო, 2018 • 1812
ისრაელი-ღაზის საჰაერო იერიშებმა ორსული ქალისა და 1 წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა – BBC

წინასწარი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სამხედროებმა სამხრეთ ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტები ისროლეს, ისრაელის საპასუხო ავიაიერიშებს ღაზაში 3 პლესტინელი ემსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც გამოცემა ღაზის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, იერიშის შედეგად ორსული ქალი და მისი ერთი წლის შვილი დაიღუპნენ. რაც შეეხება მესამე გარდაცვლილს, ის ჰამასის სამხედროა.

ისრაელის მედიის ცნობით, რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა სდეროტსა და ღაზის საზღვართან მდებარე რამდენიმე ქალაქში.

სიტუაცია ღაზაში დაიძაბა გაეროსა და ეგვიპტის მცდელობების ფონზე. საერთაშორისო აქტორები ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამყარებას ცდილობენ. როგორც BBC ისრაელის შეიარაღებული ძალების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, სწორედ ამ დროს, ოთხშაბათს, ღაზაში ორი სამხედრო ისრაელის სამხედრო ძალების მანქანაში მოკლეს.

აღნიშნულს ისრაელმა ცეცხლით უპასუხა, რასაც ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი