ახალი ამბები

პრეზიდენტი მავთულხლართებზე: ამ დათმენით გავიმარჯვებთ ძალიან მალე

26 თებერვალი, 2014 •
პრეზიდენტი მავთულხლართებზე: ამ დათმენით გავიმარჯვებთ ძალიან მალე

“ნებისმიერი შეხვედრა იწყება ამ თემით და მთავრდება ამ თემით. ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ის, რაც მიმდინარეობს მავთულხლართების სახით, ის, რაც მიმდინარეობს საქართველოში, აფხაზეთის ტერიტორიაზე საზღვრის 11-კილომეტრიანი ზოლის გაფართოების სახით, არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. იმ დოკუმენტების, რომელზეც რუსეთის ფედერაციას ხელი აქვს მოწერილი; ჩვენი დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური კურსი მდგომარეობს სტრატეგიულ სიმშვიდეში, ასე გაგრძელდება და ჩვენ, იქიდან გამომდინარე, რომ ხალხთან ერთად ვდგავართ, გვაქვს იმედი, რომ დავითმენთ და ამ დათმენით გავიმარჯვებთ ძალიან მალე,”- განაცხადა პრეზიდენტმა მედიასთან საუბარში.

 

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან მავთულხლართების გავლებისა და საზღვრის გადმოწევის პოლიტიკის წინააღმდეგ მსოფლიო თანამეგობრობამ ხმა უნდა აიმაღლოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი