“თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილის, გიორგი ონიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების შეფარდება მოითხოვა, რადგან მიიჩნევს, რომ არსებობს საფრთხეები იმისა, გიორგი ონიანმა ხელი შეუშალოს გამოძიებას და მოახდინოს ზეწოლა მოწმეებზე. პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს,”- წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურა გოგა ონიანის დაპატიმრებას ითხოვდა. პროკურატურა ბაჩო ახალაიას ადვოკატ გოგა ონიანს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, სამსახურებრივ სიყალბეს, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ასევე, განზრახ უკანონო დაკავების ფაქტს ედავება.