ახალი ამბები

ჯონ კერი: ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასა და ბორდერიზაციას

26 თებერვალი, 2014 •
ჯონ კერი: ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასა და ბორდერიზაციას

“ჩვენ ვაფასებთ თქვენს მისწრაფებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრასთან დაკავშირებით.  ჩვენ კვლავ ვგმობთ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციისა და ბორდერიზაციის ფაქტს. მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად. მან უნდა გაუხსნას გზა ადამიანებს და მისცეს საშუალება, რომ იმოძრაონ თავისუფლად”, – განაცხადა ჯონ კერიმ.

 

მან საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზეც ისაუბრა:

 

“ჩვენ ერთგული ვრჩებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. აშშ იმუშავებს, რომ საქართველოს პროგრესი ნატოს წლევანდელ სამიტზე ყველა წევრის მიერ იყოს აღნიშნული”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი