ახალი ამბები

შეტაკება ყირიმელ თათრებსა და იანუკოვიჩის მომხრეებს შორის [LIVE]

26 თებერვალი, 2014 • • 1005
შეტაკება ყირიმელ თათრებსა და იანუკოვიჩის მომხრეებს შორის [LIVE]

 

შეგახსენებთ, რომ ყირიმის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ ორი საპროტესტო აქცია იმართება. ათასობით ყირიმელი თათარი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ახალ ხელისუფლებას უჭერს მხარს, ხოლო ყირიმის მოსახლეობის ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლობას და ავტონომიას მოითხოვს.

 

რია ნოვოსტის ცნობით, აქციაზე ისმის ურთიერთშეურაცხმყოფელი შეძახილები. მოედანზე 100–მდე სამართალდამცველია მობილიზებული. ისინი მომიტინგეებს შორის დგანან.  იანუკოვიჩის მთავრობის გადაყენება ყირიმის მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა.

 

ისინი უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ დამოუკიდებლობის მოთხოვნით “გაუმარჯოს რუსეთს”, “გაუმარჯოს ბერკუტს” სკანდირებენ ისინი. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ყირიმელ თათრებს, რომლებიც ახალი მმართველ ძალას უჭერენ მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი