ახალი ამბები

ემზარ კვიციანს თბილისში დაბრუნების შემთხვევაში, დააკავებენ

26 თებერვალი, 2014 •
ემზარ კვიციანს თბილისში დაბრუნების შემთხვევაში, დააკავებენ

 

შესაბამისი განცხადება კვიციანმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გააკეთა:

 

“მეგობრებო, დღეს მქონდა სასამართლო და ჩემი საოცნებო დეპორტიც მივიღე. ბილეთი აღებული მაქვს. 27.02.2014 წლის 16:00 საათზე ვიქნები თბილისში. თქვენი თანადგომა დამჭირდება. ვისაც საშუალება და სურვილი გექნებათ, ძალიან დამავალებთ, თუ მობრძანდებით აეროპორტში. მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი ქვეყნის მტრები ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ”, – წერს კვიციანი.

 

ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის ეუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. იგი ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და წინა, ნაციონალური მოძრაობის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 2006 წლის ივლისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად კვიციანმა საქართველო დატოვა და წინა ხელისუფლების აზრით რუსეთში გადავიდა. საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა. მას წინა ხელისუფლებამ ბრალი ამბოხებასა და ტერორიზმში დასდო.

 

შსს–ში ვერ აკონკრეტებენ, დააკავებენ თუ არა კვიციანს თბილისში დაბრუნების შემთხვევაში:

 

“იგი ძებნილია და ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად”, –ამბობენ უწყებაში და არ განამრტავენ, რა იგულისხმება “კანონის შესაბამისად მოქმედებაში.

 

საიას იურისტი მაია ხუციშვილი ნეტგაზეთთან საუბარში განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში კანონი პირის დაკავებას ითვალისწინებს:

 

“თუ ეს ადამიანი არის ძებნილი, ამ შემთხვევაში, როგორც კი საღვარს გადმოკვეთს, დააკავებენ”.

 

 

ემზარ კვიციანი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი