რია ნოვოსტის ინფორმაციით, ორი პარალელური აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა, თუმცა ისმის ურთიერთშეურაცხმყოფელი შეძახილები.
მოედანზე 100–მდე სამართალდამცველია მობილიზებული.
იანუკოვიჩის მთავრობის გადაყენება ყირიმის მოსახლეობის ნაწილმა გააპროტესტა. ისინი უკვე რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ დამოუკიდებლობის მოთხოვნით. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ყირიმელ თათრებს, რომლებიც ახალი მმართველ ძალას უჭერენ მხარს.