საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის პირველი პირი ერევანში სომეხ კოლეგას სერჟ სარგსიანს შეხვდება, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის ლიდერი მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.

 

მარგველაშვილი სარგსიანთან შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ტიგრან საკისიანთან სამუშაო სადილი გაიმართება. 

 

საქართველოს პრეზიდენტი ქართულ დელეგაციასთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარეს ოვიკ აბრამიანსაც შეხვდება. ვიზიტის მეორე დღეს პრეზიდენტი ყოველთა სომეხთა კათოლიკოს-პატრიარქ გარეგინ მეორეს შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *