“ძალიან პარადოქსული წინადადებიც იყო, მათ შორის მაღალი თანამდებობის დაკავებაც. ეს იყო ღია, და ისე ლაპარაკებშიც, მაგრამ, რა თქმა უნდა, მე ასეთი გეგმები არ მაქვს. მე ვუთხარი მათ, რომ ჩემი გული აქ არის, ჩვენი ბრძოლა აქ არის, მაგრამ ეს არის ქართველის გული და ჩემი არსებობა ეკუთვნის საქართველოს. ყველაფრით დავეხმარებით, რჩევითაც, მაგრამ მათ გასაკეთებელ საქმეს ჩვენ ვერ გავაკეთებთ”, –განაცხადა სააკაშვილმა რუსთავის 2–ის პირდპაირ ეთერში კიევიდან ჩართვისას.
მან არ დააკონკრეტა, რა თანამდებობები შესთავაზეს უკრაინელმა ლიდერებმა, თუმცა თქვა, რომ საუბარია ოფიციალურ პოსტებზე.