“პირველ რიგში, ეს ეხებოდა საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესის განახლებას ოლიმპიადის დასრულებისთანავე. ამის ხაზგასმას ახდენდა პრემიერი ყველა შეხვედრაზე და განსაკუთრებით აშშ–ის პრეზიდენტთან და ვიცე–პრეზიდენტთან. ასევე, 11–კილომეტრიანი ე.წ. უსაფრთხოების ზოლის გადმოწევის პრობლემა ძალიან დეტალურად იყო განხილული. აშშ–ის პრეზიდენტის და ვიცე–პრეზიდენტის რეაქციები იყო ძალიან პრინციპული, რომ შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხორციელდება საოკუპაციო ხაზების გავლების მიზნით მავთულხლართებისა და ღობეების მშენებლობა. პრემიერ–მინისტრის თხოვნა იყო, რომ ეს საკითხი ძალიან მაღლა იყოს დღის წესრიგში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ოკუპანტ რუსეთს შორის საუბრის დროს”, – განაცხადა პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ აშშ ასოცირების შეთანხმებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
“ისინი თავის ყველა დიპლომატიურ რესურსს და კონტაქტებს გამოიყენებენ იმისათვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდეს და გაღრმავდეს”.