პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. სენატორი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ ე.წ ბორდერიზაცის პროცესით დაინტერესდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე, ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის პერსპეტქივებს.
“ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ სენატორს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება”, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.
სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი,საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სენატორმა ჯონ მაკკეინმა საქართველოს დელეგაციას კონგრესის შენობა დაათვალიერებინა.





