რუსეთის ყოფილ საელჩოსთან აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით აქციის დაწყებამდე, სამოქალაქო აქტივისტებმა შენობის მიმდებარე ტერიტორია სტენსილებით მოხატეს.
მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია”-ს წევრებმა კედლებზე, ძირითადად, მავთულხლართები გამოსახეს და შეკრებამდე, რუსული აგრესია ამ ფორმით გააპროტესტეს.
აქცია “10 წელი აგვისტოს ომიდან” დღეს, 19:00-ზე, ჭავჭავაძის #51-ში, რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან გაიმართება.





