რადა ჰააგის ტრიბუნალს უმაღლესი სახელმწიფო პირების გასამართლებას “კაცობრიობის წინაშე ჩადენილი იმ დანაშაულისთვის ითხოვს, რომელსაც ადგილი ჰქონდა უკრაინაში 2013 წლის 21 ნოემბრიდან 2014 წლის 22 თებერვლამდე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს.”
დოკუმენტში, რომელიც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ 361 –დან 324 –ხმით მიიღო, წერია, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ექს-პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს, აღნიშნულ პერიოდში, უკრაინის მოქალაქეების მასობრივ მკვლელობებში, ადამიანების გატაცებასა და გაქრობაში, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა ძალადობრივად თავისუფლების აღკვეთაში, დაშინებაში, უკაცრიელ ადგილებში მათი მკვლელობის მიზნით წაყვანაში, დაუსაბუთებელ დაპატიმრებებში, სასტიკ ფიზიკურ ძალადობასა და მათი ქონების დაზიანებაში (სახლების, ავტომანქანების და ა.შ.) მიუძღვით ბრალი.
ყოფილი პრეზიდენტის გარდა, ჰააგის ტრიბუნალისთვის გადაცემას რადა ექს-გენერალური პროკურორისთვის, ყოფილი შს მინისტრისთვის და სხვა პირებისთვის ითხოვს.