ამის შესახებ განცხადებამ მან დღეს თბილისში გაკეთა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
“ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ უახლოვდებით ევროკავშირს, არამედ იმიტომაც, რომ თქვენს ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველა სფეროში გაუმჯობესდება მდგომარეობა. ამავდროულად, თქვენი თვითმყოფადობა და იდენტობა შენარჩუნდება და ევროპისკენ ორიენტირებულები გახდებით. ჩვენ, მალტამ მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ყველაზე მცირერიცხოვანი და პატარა წევრი ვართ, მოვახერხეთ და შევინარჩუნეთ ეროვნული თვითმყოფადობა, კულტურა, ცხოვრების წესი და, ამავდროულად, უკეთესი გავხადეთ ცხოვრება ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, ეს არის მეტი დემოკრატია, მეტი დაცულობა და ადამიანის მეტი უფლებები”, – განაცხადა ფარუჯამ.