უსუფაშვილის განცხადებით, ის შეხვედრები, რომელიც ღარიბაშვილმა ვაშინგტონში პრეზიდენტთან, ვიცე–პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან გამართა, საქართველოს და აშშ–ის ურთიერთობაში ძალიან მნიშვენლოვანი მოვლენა იყო.
“საქართველოს პრემიერი შეხვდა აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტს, პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ჩვენ ქვეყნებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის არა მხოლოდ მნიშვნელობას, არამედ მის ახალ ეტაპზე გადაყვანას. საქართველომ შეერთებულ შტატებთან არა მხოლოდ შენარჩუნება მოახერხა მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის, არამედ მისი კიდევ უფრო გაღრმავება ბოლო 1,5 წლის განმავლობაში და გუშინდელი მოვლენა ამის კიდევ ერთი დადასტურება იყო. ეს გვაძლევს იმის გარანტიას, რომ შეერთებული შტატები საქართველოსთან მიმართებაში თავის ურყევ პოზიციაზე რჩება და მიუხედვად იმისა, თუ რა ხდება მსოფლიოში, ჩვენს სამეზობლოსა თუ გეოპოლიტიკურ გარემოში, აშშ–ის პოზიცია საქართველოს საკითხზე რჩება უცვლელი და ჩვენ ამ პოლიტიკას მივესალმებით”, – განაცხადა უსუფაშვილმა.