ახალი ამბები

ნატოში შესვლის შემთხვევაში, მედვედევი საქართველოს ახალი “საშინელი კონფლიქტით” ემუქრება

6 აგვისტო, 2018 • 10983
ნატოში შესვლის შემთხვევაში, მედვედევი საქართველოს ახალი “საშინელი კონფლიქტით” ემუქრება

აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე რუსეთის პრემიერი დმიტრი მედვედევი საქართველოს, ნატოში შესვლის შემთხვევაში, ახალი, “საშინელი კონფლიქტით” ემუქრება. ამის შესახებ მედვედევმა რუსული რადიო “კომერსანტის” ეთერში განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო TASS ავრცელებს.

“ამან [საქართველოს შესვლამ ნატოში] შეიძლება გამოიწვიოს საშინელი კონფლიქტი. გაუგებარია, რისთვის არის ეს საჭირო.”, – თქვა მედვედევმა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2008 წლის ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

რუსეთ-საქართველოს ომს 2008 წლის წლის აგვისტოში საქართველოში ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა, განადგურდა ინფრასტრუქტურა, რუსეთმა და მისმა რამდენიმე სატელიტმა სახელმწიფომ აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამჟამად რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული.

2018 წლის ივლისში გამართულ ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში აუცილებლად მიიღებენ, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი