ახალი ამბები

ხატიაშვილი ბრალდებებს პასუხობს

25 თებერვალი, 2014 •
ხატიაშვილი ბრალდებებს პასუხობს

“ეს იმდენად მართვადი პროცესებია, რომ კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. მე ხუთი წელია პრინციპულად არ მივდივარ რუსეთში, მაშინ, როცა ჩემ გარდა ყველა იყო. როცა მავთულხლართების გაბმისას დვანში ჩავედი, 15 ადვოკატი ძლივს მოვგროვდით, არავინ არ გამომყვა. როგორ შეიძლება სააკაშვილზე, რომელმაც წლების მანძილზე სისხლი გამიშრო, თქვან, რომ მასთან შეკრული ვარ. უბრალოდ, მოხდა ონიანის უკანონდ დაკავება და მე უნამუსო ადამიანი ვიქნებოდი, ეს რომ არ დამენახა. გუშინ იგივე პოზიცია დააფიქსირა არაპირდაპირ ფილიპ დიმიტროვმაც. ონიანის წინააღმდეგ ეს საქმე მისი ადვოკატთა ასოციაციაში შემოსვლამდე რვა თვით ადრე იდო და მაინტერესებს, სად იყვნენ აქამდე? თუ ზაზა ხატიაშვილი არ სჭირდებათ, მოიყვანონ მჟავანაძე და ის დაიცავს მათ ინტერესებს”,- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის აფისში.

 

დღეს ადვოკატთა ასოციაციის წევრების ნაწილმა განაცხადა, რომ ხატიაშვილი შეკრულია ნაციონალურ მოძრაობასთან და ამიტომ აპროტესტებს ბაჩო ახალაიას ადვოკატის დაკავებას. ზაზა ხატიაშვილი კი აცხადებს, რომ ადვოკატი უკანონოდ დააკავეს და ეს მის საადვოკატო საქმიანობას უკავშირდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი