ახალი ამბები

ხიდაშელი მცხეთაში დაშვებულ სამთავრობო საშვებზე: ეს იყო მორიგი სამარცხვინო ამბავი

25 თებერვალი, 2014 •
ხიდაშელი მცხეთაში დაშვებულ სამთავრობო საშვებზე: ეს იყო მორიგი სამარცხვინო ამბავი

“საშვები აბსოლუტურად, წარმოუდგენლად არანორმალურია, რატომ სამთავრობო საშვები? ის [მთავრობის წარმომადგენელი] უფრო ახლოა ღმერთთან, რადგან იმ წუთას თანამდებობაზეა? აბსოლუტურად გაუგებარი, მორიგი.. არ მინდა ის სიტყვები გამოვიყენო, რომელიც ეკუთვნის ამ კონკრეტულ ამბავს. მორიგი სამარცხვინო ამბავი იყო,”- განაცხადა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში 24 თებერვალს. 

 

მისივე განმარტებით, ბერი გაბრიელი მისი ნათესავი იყო, თუმცა 22 თებერვალს ის მცხეთაში არ ჩასულა. 

 

“ჩემი ბიძა იყო მამა გაბრიელი. მცხეთაში არ ვიყავი, ეს ჩემთვის არის პიროვნული საკითხი. ის ჩემი ოჯახის წევრი იყო ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გარდა ამისა, მეზობლები ვიყავით, ახლოს ვცხოვრობდით ერთმანეთთან და გვქონდა ურთიერთობა. ნამდვილად არ მინდა, ერთი მხრივ, ეს თემა სპეკულაციების საგანი გავხადო. მაგრამ სამებაში მივალ იმიტომ, რომ ჩემი შვილები მინდა მივიყვანო, და ძალიან არ მინდა, რომ ეს ჟურნალისტების მიერ ჩემი დევნის საგანი გახდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკასთან ამას კავშირი არ აქვს,” -ამბობს ხიდაშელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი