ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმეთა სამინისტრომ რუსეთ-ამერიკული ჰუმანიტარული კავშირების წარმომადგენლად დანიშნა.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, სიგალის მოვალეობებში ჰუმანიტარული მიმართულებით რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების გაღრმავებაა. კერძოდ, ისეთ სტეროებში როგორიცაა კლტურა, ხელოვნება და ა.შ.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ეს სოციალურ-პოლიტიკური თანამდებობაა და სიგალი ამ სამუშაოსთვის ფინანსურ სარგებელს არ მიიღებს:
“ეს ის შემთხვევაა, როცა სახალო დიპლომატია იკვეთება ტრადიციულთან. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, პარალელის გავრლება გაეროს კეთილი ნების ელჩებთან შეიძლება” – ვკითხულობთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამერიკელი მსახიბი სტივენ სიგალი რუსეთის ხელისუფლების მიმართ სიმპათიებით გამოირჩევა. მან 2016 წელს რუსეთის მოქალაქეობაც მიიღო.