“ერთობლივად დაიგეგმა საშვების გაცემის მექანიზმი, ნაწილი გასცა საპატრიარქომ სასულიერო პირებისთვის და ნაწილი ხელისუფლებამ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. რა თქმა უნდა, იყო გამონაკლისებიც, ჩემი პირადი საშვიც ერთ-ერთ შეჭირვებულ ადამიანს მივეცი, რომელსაც ძალიან უნდოდა იქ მოხვედრა და მიიჩნევდა, რომ მას იქ ყოფნა სჭირდებოდა. მე თვითონ არ ვიყავი მისული,”- აცხადებს ბოტკოველი.
შაბათს, 22 თებერვალს მცხეთის სამთავროს მონასტერში სპეციალური საშვებით შევიდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, თამარ სანიკიძე, მისი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.





