ახალი ამბები

საბჭოთა ოკუპაციის გასახსენებლად სახელმწიფო უწყებებზე დროშებია დაშვებული

25 თებერვალი, 2014 •
საბჭოთა ოკუპაციის გასახსენებლად სახელმწიფო უწყებებზე დროშებია დაშვებული

დროშები დაუშვეს საქართველოს პარლამენტის შენობაზე ქუთაისში და საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაზე თბილისში. სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაზე.

 

დროშები დაუშვეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკუთარ ტერიტორიულ სამსახურებსა და ოფისებში. იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ყველა შენობაზე, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში არსებულ ოფისებსა და ტერიტორიულ სამსახურებში, სახელმწიფო დროშები დილიდან დაშვებულია.

 

პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა კავშირმა საქართველოს დემოკრატული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა, რაც 1991 წლის 9 აპრილამდე გაგრძელდა, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი