ახალი ამბები

ანონსი: 25 თებერვალი

25 თებერვალი, 2014 •
ანონსი: 25 თებერვალი

11:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა მალტის წარმომადგენლობითიპალატის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, ანჯელო ფარუჯასთან

მისამართი: სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, შეხვედრების ოთახი “მეფე დავითი”

 

11:00 სასტუმროში ,,რედილონ ბლუ”, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივას (EPI) მიერ ორგანიზებულ სასათბურე მეურნეობების მე-4 ფორუმს დაესწრება.

 

11:30 „რეპორტიორის“ პრესკლუბში დავით შათირიშვილის დავოკატი, უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე, ადვოკატი, ნონა ბენიძე და გოგა ონიანის საქმეში დაზარალებული, დავით შათირიშვილი გოგა ონიანის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.

11:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე პრესკონფერენციას გამართავს

თემა: პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონპროექტი, რომელიც თვითმართვგელობის არჩევნების შემდეგ 13000  მოქალაქეს უსამსახუროდ ტოვებს

11:45 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და მალტის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარის, ანჯელო ფარუჯას ერთობლივი ბრიფინგი

მისამართი: სასტუმრო “თბილისი მარიოტი”, შეხვედრების ოთახი “მეფე დავითი”

 

12:00 საქართველოს ოკუპაციის დღეს, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კოჯორში იუნკერების მემორიალს მოინახულებს და პატივს მიაგებს ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.

12:00 „რეპორტიორის“ პრესკლუბში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ბრიფინგს გამართავს.

თემა: საარჩევნო გარემო, არასაპარლამენტო ოპოზიციების გაერთიანება

12:15 „რეპორტიორის“ პრესკლუბში „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძე და უფლებადამცველი მიშა მესხი გოგა ონიანის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

12:00 ეროვნულ კინოცენტრში გაიმართება ეროვნული კინოცენტრის და თიბისი ბანკის ერთობლივი პროექტის  პრეზენტაცია. თიბისი ბანკი მონაწილეობას მიიღებს 2014 წელს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური და მხატვრული ფილმების კონკურსის წესით დაფინანსებაში.

12:00 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრი დავით ნარმანია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებები ჩატარდება

12:00 “პირველ პრესკლუბის” სტუმარი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ დოლიძე იქნება.

თემა: აშშ-ში პრემიერის ვიზიტი, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე პრესკონფერენციას გამართავს

თემა: თვითმართველობის კოდექსი

 

12:30 „რეპორტიორის“ პრესკლუბში ექსპერტი, პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია ბრიფინგს გამართავს.

თემა: გოგა ონიანის საქმე

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში  „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე პრესკონფერენციას გამართავს;

თემა: მწვანეთა პარტიის უახლოესი გეგმები, საპარალამენტო უმრავლესობისდან გასვლის შემდეგ.

12:30 “პირველ პრესკლუბში” არასამთავრობო ორგანიზაცია “მსჯავრდებულთა იურიდიული დახმარების ცენტრი” პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: გოგა ონიანის საქმეში მთავარი მოწმის დავით შათირიშვილის ინციდენტი და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა სამართლის კუთხით.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”  მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

13:00 კომპანია RMG-ის ცენტრალურ ოფისში დაბა კაზრეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან  დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

მისამართი: მ. ალექსიძის ქუჩა #1

 

13:00 „რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი ბრიფინგს გამართავს.

თემა: მუხროვანის ამბოხების მონაწილეების წინააღმდეგ გლდანში ჩატარებული სპეცოპერაცია, პრობლემები კინოსტუდიაში, წინასაარჩევნო გარემო

 

13:00 ცესკოს წარმომადგენლები, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან ერთად შეხვედრას გამართავენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც 2013 წლის 27 ოქტომბრის პრეზიდენტის არჩევნებში ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საარჩევნო უბნებს აკვირდებოდნენ.

მის:  ქ.ბოლნისი, დ.აღმაშენებლის  #68

13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

13:30  “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი კახი კახიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ონიანის საქმე.

მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

13:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ყოფილი ძალოვნები ირაკლი ფირცხალავა და ირაკლი ქადაგიძე ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ

13:30 „რეპორტიორის“ პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია – „ახალგაზრდულმა ცენტრის“ ხელმძღვანელი ზურა ქადაგიძე  ბრიფინგს გამართავს.

თემა: აქცია ადვოკატთა ასოციაციასთან

14:00 “პირველ პრესკლუბში” “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ონიანის საქმე.

მისამართი: წერეტლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

 

14:00 „რეპორტიორის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი ლევან ბერძენიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: თვითმმართველობის არჩევნები, უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებები

 

14:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ადვოკატები გოგა ონიასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ

 

16:00 ჩერქეზული კულტურის ცენტრში საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა ჩერქეზი წარმოშობის იორდანელ და ადგილობრივ ქართველ ინვესტორებს შორის;

შეხვედრას გაუძღვებიან გუბაზ სანიკიძე და სსიპ ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი მერაბ ჩუხუა.

მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს 4, სსიპ ჩერქეზული კულტურის ცენტრი

 

19:00 თიბისი გალერეაში გაიმართება პირველი ქართული ილუსტრირებული სასწავლო განმარტებითი ლექსიკონის პრეზენტაცია.

 

20:00 მწერალთა სახლში, კომპანია „აჭარაბეთის“ ფინანსური დახმარებით ფონდ „ავტოგრაფის“ მეორე პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი გულისხმობს ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღესთან, 24 თებერვალთან დაკავშირებით წიგნის გამოცემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი