ახალი ამბები

მეხანძრე-მაშველს, რომელმაც ჩვილი ბავშვი გადაარჩინა ფულადი ჯილდო გადაეცემა

3 აგვისტო, 2018 • 3034
მეხანძრე-მაშველს, რომელმაც ჩვილი ბავშვი გადაარჩინა ფულადი ჯილდო გადაეცემა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს, რომელმაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ხანძრისას, ჩვილი გადაარჩინა, ფულადი ჯილდო გადაეცემა. თანხის გარდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ალექსანდრე შუკვანს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საზღვარგარეთ სასწავლო კურსით გაგზავნის.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი 2 აგვისტოს გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაიწვა 30 კვ.მ. უწყების ცნობით, ხანძრისას მაშველები მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებენ, მათ შორის საცხოვრებლიდან გამოიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვიც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი