ახალი ამბები

შსს აპირებს, facebook-ს ხორავას ქუჩის ჩხუბის მონაწილეების მიმოწერა სთხოვოს

3 აგვისტო, 2018 • 4137
შსს აპირებს, facebook-ს ხორავას ქუჩის ჩხუბის მონაწილეების მიმოწერა სთხოვოს

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აპირებენ, მიმართონ კომპანია facebook-ს, რათა ამოიღონ ის მიმოწერა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის მონაწილე პირებს შორის ხდებოდა:

“დღესვე გავაგზავნით [მოთხოვნას] და იქედან მოცემულ ინფორმაციას, როგორც კი მივიღებთ გამოგიგზავნით თქვენ ბატონო გიგა”, – განაცხადა გიგა ბოკერიას კითხვის პასუხად შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კომისიის ფარგლებში ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ შეიძლება, ეს მიმოწერა წაშლილი იყოს.

დღეს, 3 აგვისტოს, პარლამენტის საგამოძიებო კომისია შს მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს კითხავს. დღესვე უნდა გამოიკითხოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი