“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” აღარ გამოსცემს წიგნებს, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს რაიმე ნიშნით გააღრმავებენ. ამის შესახებ გამომცემლობამ განცხადება ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა.
“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ამ გადაწყვეტილებით “გოგონებისა და ბიჭების წიგნების” ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოხემაურა.
“პირველ ყოვლისა, გვინდა გითხრათ, რომ გამომცემლობის უკლებლივ ყველა თანამშრომელი იაზრებს სოციალურ პასუხისმგებლობას. ვიმსჯელეთ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი საგამომცემლო პოლიტიკა და გადავწყვიტეთ, აღარ გამოვცეთ წიგნები, რომლებიც საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების რაიმე ნიშნით გაღრმავებას შეუწყობს ხელს,” – ნათქვამია გამომცემლობის განცხადებაში.
გამომცემლობამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის შემდეგ მიიღო, რაც მათ მეირ გამოცემულმა საბავშვო წიგნებმა, რომლებიც გენდერული ნიშნით იყვნენ დაყოფილნი, საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია.
საქმე ეხებოდა “ბიჭების წიგნსა” და “გოგონების წიგნს”, საბავშვო შემეცნებით-გასართობი ხასიათის კრებულებს.
წიგნებს შორის განსხვავება არამხოლოდ სათაურში , არამედ ყდის დიზაინშიც იყო. “ბიჭების წიგნი” ცისფერია და მას რობოტები, დინოზავრები და ქაღალდის თვითმფრინავები ახატია. “გოგონების წიგნი” ვარდისფერია, მის ყდაზე კი ფერიები, გაფენილი სარეცხი და ყვავილებია გამოსახული.
თუმცა, როგორც გამომცემლობა განმარტავდა, ““სავარჯიშოები ერთმანეთის იდენტურია. შესაბამისად, რიცხვებს არა მხოლოდ “ბიჭების წიგნში”, არამედ “გოგონების წიგნშიც” შეხვდებით”.
ვრცლად “ბიჭებისა და გოგონების წიგნებზე” შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.